среда, 28 сентября 2016 г.


საინტერესო და  ბევრის მომცემი იყო  ტრენინგის ეს კურსი ჩემთვის.  გავეცანი პროექტის

დაგეგმვასა და მის შესასრულებელ ეტაპებს. პრეზენტაციას. იმას თუ როგორ მოვარგოთ

მოსწავლეთა საჭიროებებს დავალებები. ვისაუბრეთ ყველა იმაქტივობაზე რომლებსაც

ბავშვები ჩვენი მითითებით გამოიყენებენ მუშაობისას. ვეცნობოდით ერთმანეთის

ნამუშევრებს, მათ აზრს გავითვალისწინებ აუცილებლად ჩემს მუშაობაში.
 
    დიდი მადლობა ქალბატონო შორენა!

вторник, 20 сентября 2016 г.


მეშვიდე დღე .     გავიხსენეთ წინა ტრენინგის საკითხები.

გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და შევაფასეთ  კომენტარებით.   ვიმსჯელეთ

ეფექტურ შეფასებაზე.

           შედარებით გამიძნელდა კრიტერიუმების ჩამოყალიება.

вторник, 13 сентября 2016 г.

საინტერესო იყო დღევანდელი დღეც. გავეცანით აქტივობებს რომლებსაც ბავშვები გამოიყენებენ პროექტზე მუშაობის დროს. ვისწავლე საჭირო სურათებისა და ვიდეო მასალის გადმოწერა-შენახვა ლინკის შენახვით. (რაც ძალიან მაინტერესებდა) შევქმენი სლაიდშოუ აღებულ პროექტის თემაზე. შევეცდები მუშაობაში აქტიურად გამოვიყენო მიღებული ცოდნა.

понедельник, 12 сентября 2016 г.

12სექტემბერი- მორიგი საინტერესო დღე... ვისაუბრეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე. მის საჭიროებაზე. გავეცანით გუგლის დისკს-ინფორმაციის საცავს, რომელშიც შევინახეთ ჩვენი ნამუშევარი. გავერკვიეთ საავტორო უფლებებში, ვეფ გვერდის შეფასებაში. გავიხსენეთ კომპიუტერის საშუალებით ურთიერთთანამშრომლობის ხერხები.

პრეზენტაცია ვაზი -ქართული კაცის დიდება

четверг, 8 сентября 2016 г.



    დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი და მრავლისმომცემი იყო ჩემთვის:  გავეცანი
პროექტის ეტაპებს,  კითხვებისა და შეფასების სახებს,
     დამაფიქრა ჯგუფებში მოსწავლეთა გადანაწილების საკითხმა საკითხმა.

суббота, 3 сентября 2016 г.

პირველი და მეორე დღე

გავეცანი სასწავლო პროექტის  დაგეგმვას, რაც ჩემთვის  ახალი და მეტად საინტერესო იყო. ვნახეთ გამზადებული პროექტები, ვისაუბრეთ მათ შესახებ. გავეცანი შეფასების რუბრიკებს, განვიხილეთ 21-ე საუკუნის კითხვარებს.   შევქმენით პორთფოლიო. გავეცანით ჩეკლისტს.
         ვისაუბრეთ ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტებზე. ვიმუშავეთ სარეკლამო ბროშურაზე.